თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და მსოფლიო ჩემპიონი ლუკა მაისურაძე (ორივე 90 კგ) ნახევარფინალში იასპარეზებენ.

ბექაურმა მეოთხედფინალში ბელარუსი ვარაპეი იპონით დაამარცხა, ხოლო მაისურაძემ ბულგარელ ივანოვს ასევე იპონით სძლია.

ფინალში გასასვლელად ლაშა ბექაური სერბ ნემანია მაიდოვს დაუპირისპირდება, ლუკა მაისურაძე კი რუმინელ ან ფრანგ ძიუდოისტს შეხვდება.

კონტინენტის პირველობა „თბილისი არენაზე“ მიმდინარეობს. წინასწარი შეხვედრები 10:00 საათიდან დაიწყო. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟს 16:00 საათიდან პირველი არხი შემოგთავაზებთ.