„ირაკლი ღარიბაშვილი არა გლობალური მშვიდობის და უსაფრთხოების მხარეს დგას, არამედ ბოროტების - პუტინის ჩრდილქვეშ დგას.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ.
"ცივილიზებულმა მსოფლიომ პუტინის ბარბაროსული ომისთვის რუსეთი დასაჯა, დაუწესა სანქციები, ყოველდღიურად მუშაობენ ეფექტიანობაზე საერთაშორისო სანქციების და ამასობაში ჩვენ ვხედავთ ირაკლი ღარიბაშვილის უმეცარ განცხადებას, რომლითაც ის არა მსოფლიო გლობალური მშვიდობის და უსაფრთხოების მხარეს, არამედ ბოროტების მხარეს დგას, პუტინის ჩრდილქვეშ დგას ამ განცხადებით და სამწუხაროა, რომ საქართველოს ამ მნიშვნელოვან მომენტში ჰყავს რუსული მთავრობა, რომლის მთავარი ამოცანა ქვეყნის რუსულ ორბიტაზე დაბრუნებაა.“ - ასე გამოეხმაურა ლაშა ფარულავა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.