„პოლარიზაციის წყარო ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკაა, რის გამოც მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამია და სხვა პოლიტიკური პატიმრები ჰყავს ქვეყანას.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ.

„პოლარიზაციის წყარო ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკაა, ველური კამპანია, პოლიტიკური ანგარიშსწორება, რის გამოც მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამია და სხვა პოლიტიკური პატიმრები ჰყავს ქვეყანას. დეპოლარიზაცია სწორედ ანგარიშსწორებაზე უარის თქმით, პოლიტპატიმრების განთავისუფლებით უნდა დაიწყოს, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილის რუსული მთავრობა ამას არ გააკეთებს, ვინაიდან მათი ამოცანა პუტინის ჩრდილში დარჩენა და რუსული მოდელით გამდიდრებაა.“ - ასე გამოეხმაურა ლაშა ფარულავა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას პოლარიზაციასთან დაკავშირებით.