საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აშშ-ის მოქალაქეებს მიმართავს, რომ საელჩომ თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის აფეთქების საფრთხის შესახებ შეიტყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ შესაბამისი დანაყოფები მუშაობენ ცრუ შეტყობინების ფაქტზე.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფები მუშაობენ მორიგ ცრუ შეტყობინებაზე.
მოქალაქეთა უსაფრთხოება სამსახურის უმთავრესი პრიორიტეტია და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში სამსახური ყველა საჭირო და გადაუდებელ ღინისძიებას ახორციელებს.
მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს პატივი სცენ უსაფრთხოებაზე პასუხიმსგებელი სამსახურების საქმიანობას და თავი შეიკავონ შესაბამის უწყებებთან შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებისგან." - ნათქვამია სუსის გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამერიკის საელჩოს განცხადებით საუბარია: „ისთ ფოინთის“ სავაჭრო ცენტრი – ალექსანდრე თვალჭერილიძის ქ. 2, სავაჭრო ცენტრი „გალერია თბილისი“ – შოთა რუსთაველის გამზ. 2/4. თბილისის სავაჭრო ზონა – დავით აღმაშენებლის 16.
აშშ-ის საელჩოს განცხადების მიხედვით, საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფისი საელჩოს ყველა თანამშრომელს ურჩევს, შემდგომ შეტყობინებამდე თავი შეიკავონ ამ ადგილებში გადაადგილებისგან.