„პრეზიდენტზე, რომელმაც ჩვენს გმირ ჯარისკაცებთან ერთად გაუძლო პუტინის ტერორისტული რეჟიმის შემოტევას, ამბობენ, რომ დამნაშავეა. პრეზიდენტ სააკაშვილს არაფერი სჭირს ვინმეს შესაწყალებელი - შეწყალება კი არა, ის უნდა იყოს თავისუფალი თავის ქვეყანაში.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა

„პრეზიდენტი, რომელმაც ველურ პუტინს და მისი ტერორისტული რეჟიმის შემოტევას გაუძლო გმირ ბიჭებთან, ჩვენს ჯარისკაცებთან ერთად, ამ ადამიანზე ამბობენ, რომ დამნაშავეა. არ ჰყავს საქართველოს დამნაშავე პრეზიდენტი და ნუ უნდათ წარმოაჩინონ ისე, რომ თითქოს პრეზიდენტ სააკაშვილს ვინმეს შესაწყალებელი აქვს რამე. სალომე ზურაბიშვილს აქვს კონკრეტული ინსტრუმენტი ხელში და პრეზიდენტ სააკაშვილის შეწყალება კი არა, ის უნდა იყოს თავისუფალი ამ ქვეყანაში.

გუშინაც ვთქვი და დღესაც მინდა გავიმეორო - პრეზიდენტ სააკაშვილს შეუძლია იყოს საქართველოს მთავარი ლობისტი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მთავარი ლობისტი, მას შემდეგ რაც უკრაინა დაიბრუნებს ტერიტორიებს. ეს ძალიან მალე მოხდება, გმირი უკრაინელი ხალხი ზელენსკისთან ერთად აუცილებლად გაიმარჯვებს რუსეთზე.“ - ასე გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.