საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ლიდერთა პანელზე, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, ანტალიაში გაიმართება ორმხრივი შეხვედრები.

 „საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მონაწილეობას მიიღებს ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში. პრემიერ-მინისტრს საშუალება ექნება, სიტყვით გამოვიდეს ლიდერთა პანელზე. ასევე იქნება პანელური დისკუსიები, დელეგაცია დაესწრება გახსნით სესიას. იქნება ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის პრეზიდენტ ერდოღანთან გაიმართება ორმხრივი შეხვედრა. ფორუმის მიზანი არის, რომ ქვეყნებმა მაქსიმალურად ითანამშრომლონ იმ გლობალური გამოწვევების დასაძლევად, რომელიც დღეს არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში გვაქვს სახეზე“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.