საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას ტრადიციული ღირებულებებისა და საზოგადოების ერთიანობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ნებისმიერი საზოგადოებისთვის და ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, იმ ფასეულობებისა და ტრადიციების შენარჩუნება და პატივისცემა, რაზეც დგას და ყალიბდება საზოგადოება,” - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შედარებით პატარა სახელმწიფოებმა საკუთარი იდენტობა და საზოგადოებრივი ღირებულებები შეინარჩუნონ.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შედარებით პატარა ქვეყნებისთვის, საზოგადოებამ პატივი სცეს იმ ფასეულობებს და ტრადიციებს, რაზედაც დგას ჩვენი სახელმწიფო,“ - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.




