2025 წლის 8 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იშიზუკა ჰიდეკისთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობებისა და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხთა ფართო სპექტრი. საუბრისას კმაყოფილებით აღინიშნა საქართველოსა და იაპონიის თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებსა და სამომავლო პერსპექტივებს პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმის, კულტურულ და ხალხთა შორის ურთიერთობების სფეროებში. შეხვედრაზე ასევე განიხლეს რეგიონში მიმდინარე პროცესები და გამოწვევები. ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ იაპონია ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
შეხვედრის ბოლოს მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა აქტიურად იმუშაონ მომავალში საქართველო-იაპონიის წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელდებისთვის.