2025 წლის 18 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა უნგრეთის ახლადდანიშნულ ელჩთან, პეტრა პონევაჩ-პანასთან. მინისტრმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.
შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის არსებულ ახლო მეგობრულ ურთიერთობებს და თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში, რომელიც მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობად ჩამოყალიბდა.
მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. ისაუბრეს ვაჭრობის, ეკონომიკის, დაკავშირებადობისა და ორი ქვეყნის ინტერესებში შემავალ სხვა სფეროთა პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობაზე. კმაყოფილებით აღნიშნა მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის აქტიური დინამიკა.
მაკა ბოჭორიშვილმა მადლიერება გამოხატა უნგრეთის მიერ საქართველოს ძლიერი მხარდაჭერისთვის.
მხარეებმა აღნიშნეს საქართველო-უნგრეთის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობა.