სუსის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ორ მოადგილესთან და დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

შეხვედრები ჩეხეთის რესპუბლიკის სპეცსამსახურების პირველ პირებთან უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა. - ნათქვამია სუსის გავრცელებულ ინფორმაციაში.