ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სოფელ მანავის 450 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის პროექტირებისა და რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა.
პროექტი მოიცავს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდებარე სკოლის ინფრასტრუქტურის სრულად განახლებას, შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესწავლას, რეაბილიტაცია–რეკონსტრუქციის შესაძლებლობის განსაზღვრას, საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას და დაგეგმილი სამუშაოების განხორციელებას.
სოფელ მანავის საჯარო სკოლას რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს თანამედროვე არქიტექტურული მიდგომების შესაბამისად, რაც მოსწავლეებისთვის უსაფრთხო, ფუნქციურ და ადაპტირებულ სასწავლო სივრცეს შექმნის.




