საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული სამედიცინო პრეპარატებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების მალულად შემოტანის 2 ფაქტი აღიკვეთა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხელბარგისა და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შედეგად, 807 კაფსულა ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი და 5 516 აბი არადეკლარირებული სამედიცინო პრეპარატი გამოავლინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 7 856 ლარი შეადგინა.
სამართალდამრღვევი მოქალაქე საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით, აღნიშნული არადეკლარირებული საქონლის ღირებულების 100%-ის ოდენობით დაჯარიმდა.
საქმის მასალები (ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმართ) შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა. - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.