„წინა სინოდის სხდომაზე იყო განხილული რაღაც საკითხები, რაღაც დარჩა განსახილველი, რომლებსაც 28-ში განვიხილავთ. 28-ში პატრიარქობის სამი კანდიდატი დასახელდება. არანაირი ჩარევა ჩემთან არ ყოფილა, არანაირი ჩარევა არ არის." - ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, მეუფე საბა ინწკირველმა განაცხადა.
"წმინდა სინოდი გაიმართება და მიიღებს გადაწყვეტილებას. დაელოდეთ, ვლოცულობთ და ღვთის შეწევნით იქნება ისეთი გადაწყვეტილება, რაც ღვთისთვის სათნო იქნება“, – აღნიშნა მეუფე საბამ.
შეგახსენებთ, 28 აპრილს, 12:00 საათზე, გაიმართება წმინდა სინოდის სხდომა, სადაც გამორჩეული იქნება სამი საპატრიარქო კანდიდატი




