ეროვნული ნაკრები და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც სტუმარი გუნდის ტრიბუნაზე გაქვთ შეძენილი ბილეთი სტადიონზე შესვლას ვერ მოახერხებენ.

სტადიონზე შესვლას მხოლოდ ბილეთზე მითითებული შესასვლელიდან მოახერხებთ.

H გეითის შემთხვევაში, შესვლას ვაკის პარკის მხრიდან შეძლებთ.

 იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქეებს, სტუმარი გუნდის ტრიბუნაზე გაქვთ შეძენილი ბილეთი (29-30 სექტორი), სტადიონზე შესვლას ვერ მოახერხებთ.

კარი 18:00 საათზე გაიღება.მოდი ადრე და პირველივე წუთებიდან ვუგულშემატკივროთ ჩვენ გუნდს.- ნათქვამია ერთობლოვად გავრცელებუ ინფორმაციაში. რომელიც "ფეისბუკზე" გამოქვეყნდა. 

შეგახსენებთ, 14 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე შეხვედრას ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს.

ერთა ლიგის B1 დივიზიონში საქართველოს ნაკრები ალბანეთს „მიხეილ მესხი არენაზე“ 14 ოქტომბერს, 20:00 საათზე უმასპინძლებს.

შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.