Gogi Gvakharia -ს და კომპანიას - გამაოგნებელია პლაჟზე წამოწოლილ ბაბლს როგორ შურს, რომ საკანში ვნახე ფლეშკით შემოტანილი "ოდისევსის" პირატული ვერსია. არ გინდათ ორი დღით გამიცვალოთ ადგილი? მე თბილისში კინოთეატრში წავალ და თქვენ ჩამანაცვლეთ ამ ტარაკნებიან, ხშირად უწყლო, ცხელ საკანში, სადაც უკვე თითქმის 5 წელი ვიმყოფები? - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"სინამდვილეში ჩემი კომუნიკაცია გარე სამყაროსთან უკიდურესად შეზღუდულია. მეკრძალება ფლეშკით პოლიტიკური კონტენტის მიღება. მაგალითად ამასწინათ წამიშალეს ფრანგულ არხზე გასული ინტერვიუ, ჩემს მეგობარ რაფაელ გლუქსმანთან. პერიოდულად მიშლიან ალისას ვიდეოებს, ამასწინათ წაშალეს უკრაინული სამხედრო სიმღერები.
ასე რომ მაინცდამაინც ნუ შეგშურდებათ. არ არის სასიამოვნო 24 საათიდან 23 სამარტოო საკანში ყოფნა, თან როცა ეს ყველაფერი ძალიან უსამართლოა. რატომღაც ვისაც ჩემს მიერ ოდისევსის ნახვა აღელვებს, ეს უსამართლობა არ ახსენდება.
რაც შეეხება პენელოპაზე და საქართველოს მართვაზე ალუზიას - ეს ყველაფერი ხუმრობაა - ვამბობ მათთვის ვისაც იუმორის გრძნობა გათიშული აქვთ. " - წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუკში".