გამოვდივარ ინიციატივით, საქართველოს გათავისუფლების შემდეგ შევქმნათ ეროვნული მეხსიერების სახელმწიფო ინსტიტუტი და მას ვუწოდოთ ნიკა რურუას სახელი. - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
" სწორედ ნიკა იყო ჩვენი "საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის" შექმნის ინიციატორი.ჩვენ გვჭირდება ასეთი ინსტიტუტი იმისთვის, რომ ვერცერთმა დამპყრობელმა და მისმა მარიონეტმა, ვეღარასდროს შეძლოს ჩვენი ეროვნული მეხსიერების ჩიპის შეცვლა." - წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუკში".




