იმისთვის არ გაგვიკეთებია საქართველოსთვის, იმისთვის არ გვაქვს თავი გადადებული საქართველოსთვის საბრძოლველად, რომ მათ ვინც ახლა ივანიშვილს უნდა ებრძოდნენ, მთავარ სამიზნედ ისევ მე ამირჩიონ.
მე ყოველთვის ვიყავი და ვარ ერთობის მომხრე, მაგრამ თუ ეს ერთობა იმდენად მყიფეა, რომ ყველაფერზე ძალიან ადვილად წყობიდან გამოდის და აპირებს მე ცენზურა დამიწესოს, მას ძალა ვერ ექნება რეჟიმთან ბრძოლისთვის.  - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

"ყველასათვის ნათელია, ვისაც პირადი ეგო არ სძალავს, რომ ივანიშვილისთვის მთავარი პრობლემა მე ვარ. 
საქართველოში ყველაზე მეტი მხარდაჭერა მე მაქვს და სწორედ ამიტომ ვარ ყველაზე მეტი დრო ციხეში და ამიტომ მაქვს ყველაზე მეტი მისჯილი. ამავე დროს არანაირი პრეტენზია არ მაქვს ერთპიროვნულ ლიდერობაზე და ეს ბევრჯერ მითქვამს.

ივანიშვილმა სხვადასხვა პირების მეშვეობით ნაციონალურ მოძრაობაში ბზარი შეიტანა 2016 წელს, როცა დიდი ჯგუფი გამოგვეყო, რამაც რეჟიმი მკვეთრად გააძლიერა. 

2018 წელს როცა ბაქრაძე დაგვიყენეს საპირწონედ და ამან ჩაშალა ოპოზიციის გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში და 2024 წელს, როცა ივანიშვილის მიერ გილაურის სცენაზე შემოყვანით და მის მიერ დახარჯული 10 მილიონი დოლარით შეუძლებელი გახდა ერთი სიით გასვლა არჩევნებზე.

უფრო მეტიც, ოპოზიციურ ტელევიზიებში (ერთ-ერთი მათგანის შექმნაში და შენარჩუნებაში ჩემი როლი გადამწყვეტი იყო) მთლიანად დამბლოკეს. 
შესაბამისად ოპოზიციამ ვერ შეძლო არჩევნებში ხმების შენარჩუნება. 
მეგონა ამ ყველაფრის შემდეგ მივიღეთ გამოცდილება და სხვა რელსებზე გადავედით, მაგრამ როგორც ჩანს ეს ზოგიერთისთვის სხვანაირად მოხდა.
ერთმანეთს უნდა ვუთხრათ სიმართლე. 

როგორ მოხდა, რომ "ალიანსმა" მთელი ეს დრო არცერთი განცხადება არ გააკეთა იმაზე თუ რა რეალური პრობლემები აწუხებს ხალხს. 

უკიდურეს გაჭირვებაზე, ავტომობილების და ბოთლების კანონზე და ბევრ სხვა კონკრეტულ პრობლემაზე, სამაგიეროდ იცლის ჩემს გასაკრიტიკებლად.

მე ცენზურა არ მიმიღია დიქტატურისგან, თავის დროზე უკრაინის ხელისუფლებისგან და რუსეთისგან. 
მეგობრებო გაასწორეთ თქვენი სამიზნე, დროა გავთავისუფლდეთ ჩემი კომპლექსისგან და საქმეზე კონცენტრირდეთ ბოლომდე და თუ რამე არ გამოგდით, ის კი არ უნდა თქვათ მიშა გვიშლის ხელსო, არამედ კიდევ უკეთესად იმუშაოთ." - წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუკში".

შეგახსენებთ, ოპოზიციის ალიანსში შემავალი პარტიებიმა: “ახალი“, “გირჩი მეტი თავისუფლებისთვის”, “დროა”, “ეროვნულ დემოკრატიული პარტია, “ევროპული საქართველო”,      “თავისუფლების მოედანი”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “ფედერალისტები”, გაავრცელეს განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ მიზანშეწონილად მიიჩნევს საკუთარი მოსაზრება დააფიქსიროს მიხეილ სააკაშვილის მიერ 18 აპრილს გაკეთებულ საჯარო განცხადებაზე - მიხეილ სააკაშვილის განცხადება ეწინააღმდეგება დათქმას იმის შესახებ, რომ არცერთ პარტიას არ აქვს უფლება, თავი გამოაცხადოს ოპოზიციის ან საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერად