საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ენდრიუ ჯუველს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის არსებულ თანამშრომლობაზე. განიხილეს სახელმწიფო საწარმოების რეფორმის მიმდინარეობა.

 როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, დაწყებულია ოპტიმიზაციის პროცესი ენერგეტიკულ კომპანიებსა და საქართველოს რკინიგზაში, რომლის შედეგადაც უკვე რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაიზოგა.

 შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ასევე სახელმწიფო საწარმოებში შესყიდვების საკითხის მოწესრიგებას და ამ კუთხით მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.