საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ზედიზედ მეორედ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე. გადამწყვეტი აღმოჩნდა მეხუთე ტურის საშინაო მატჩი საბერძნეთთან, რომელიც ქართველებმა 29:26 მოიგეს. 

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ფულადი ჯილდო, მილიონი ლარი გადაეცემა

ამ გუნდების პირველი მატჩი საბერძნეთში მასპინძელთა მინიმალური გამარჯვებით, 27:26 დასრულდა. საქართველოს ნაკრებს ჯგუფში მეორე ადგილის დასაკავებლად და საბერძნეთის გადასასწრებლად მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა. ევროპის ჩემპიონატზე კი ჯგუფის საუკეთესო ორი გუნდი გადიოდა.

ისევე, როგორც პირველი შეხვედრა, ეს მატჩიც თავიდან ბოლომდე თანაბარი გამოდგა. პირველ ტაიმში მეტად არასასიამოვნო ამბავი მოხდა – ტრავმა მიიღო თეიმურაზ ორჯონიკიძემ, რომელმაც მატჩის გაგრძელება ვერ მოახერხა. მისი მოედნიდან გასვლა დიდი დანაკლისი იყო საქართველოს ნაკრებისთვის.

ფოტო საზოგადოებრივი მაუწყებელი