საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თაღლითობის, თაღლითობაში დახმარების, ყალბი დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, სხვა პირთა დახმარებით, მოტყუებით დაირეგისტრირეს საერთო ჯამში 496 000 ლარის ღირებულების 8 041 მ2 ფართობის სამი მიწის ნაკვეთი.

ერთ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ (თაღლითობა, ჩადენილი  დიდი ოდენობით) და 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა მუხლები (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა. ორ პირს ბრალდება 25.180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ (თაღლითობაში დახმარება, ჩადენილი დიდი ოდენობით) და 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია წარედგინათ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიება შეეფარდათ." - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.