მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალი, საერთაშორისო სტანდარტების მრავალფუნქციური სპორტული და კულტურულ-შემეცნებითი კომპლექსების მშენებლობას გეგმავს ოზურგეთში, გორში, გურჯაანში, ქობულეთში, ბაღდათსა და წნორში.

ოზურგეთში, გორში და გურჯაანში 1000 მაყურებელზე გათვლილი ინფრასტრუქტურა მოეწყობა,  ქობულეთის  მრავალფუნქციური კომპლექსი 500  მაყურებელზე იქნება გათვლილი, ხოლო ბაღდათის  კომპლექსი   250 მაყურებელს დაიტევს.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.