სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლა ფაშინიანი პრესმდივანმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ალავერდის თემის ნაწილის, სოფელ ჯილიზას საქართველოსთვის გადაცემის შესახებ
"რამდენიმე მედიას მ გაავრცელა „ინფორმაცია“ საზღვრის დემარკაციის პროცესის ფარგლებში მიღწეული შეთანხმების შესახებ, რომლის თანახმადაც, სომხეთი, სავარაუდოდ, საქართველოს გადასცემს გაფართოებული ალავერდის თემის ნაწილს,სოფელ ჯილიზას. . ნებისმიერი განცხადება, იდეა ან „ინფორმაცია“ სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის ნებისმიერი ნაწილის სხვა ქვეყნისთვის გადაცემის განზრახვის, გეგმის ან შეთანხმების შესახებ, თავისი არსით, ვერ შეესაბამება რეალობას. ამიტომ, როგორც ადრე, ჩვენ უარვყავით, უარვყავით და გავაგრძელებთ ასეთი შინაარსის ნებისმიერი პუბლიკაციის უარყოფას, რადგან ისინი ფიქტიურია“, - აღნიშნა ნაზელი ბაღდასარიანმა. – აღნიშნულია სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის პრესსპიკერის განცხადებაში. რომელსაც "არმინინფო" ავრცელებს.




