„ჩვენ არ გვაქვს არცერთი მტკიცებულება და ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს, ვერავისგან მივიღებთ მითითებას იმის თაობაზე, რომ ქართულ მართლმსაჯულებაში არის კორუფცია." - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძემ მედიასთან განაცხადა.
"ქართული მართლმსაჯულება სრულად დაცლილია კორუფციისგან, ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნის და მართლმსაჯულების სისტემის. სასამართლოს ნდობა აქვს, რასაც ადასტურებს საქმეთა ნაკადი, მოსახლეობის, მხარეების განწყობა. ჩვენ 2018 წლიდან შიდა კვლევებს ვაწარმოებთ სასამართლოში და საკმაოდ მაღალი რეიტინგი გვაქვს, თუმცა არასდროს ვარ კმაყოფილი მიღწეულით. სანამ მე ვარ თავმჯდომარე, გაძლევთ პირობას, რომ ვერცერთ ეტაპზე სასამართლოში პოლიტიკა ვერ შემოვა“, - განაცხადა ნინო ქადაგიძემ.