„ფაქტია, რომ ევროკავშირი არც გეგმავდა და, ყოველ შემთხვევაში, ახლა ახალი წევრების მიღებას უსამართლო პირობებით გეგმავს. ალბათ ეს ყველაფერი კარგად ხსნის, რატომ მოსდეს საქართველოს შარი და რატომ გაუჩერეს მოლაპარაკებების პროცესი. – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
"ეს ევრობიუროკრატების მხრიდან ერთით მეტი დამატებითი მოტივაციაა, რომ საქართველო ასეთ მოცემულობაში ჰყავდეთ. როგორც ჩანს, ევროკავშირში თანასწორი წევრების მიღებას არც გეგმავენ. როგორც ჩანს, აპირებენ, ქვეყნები მონური პრინციპით მიიღონ – იყოს მხოლოდ ვალდებულებები და არანაირი უფლებები. როცა ამაზეა საუბარი, ალბათ ყველა კითხვას ნათელი პასუხი აქვს გაცემული“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.