თბილისის საკრებულოს სხდომაზე, რომელზეც დედაქალაქის მერის ანგარიში მოისმინე და თბილისის 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს, მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტთან დაკავშირებით განცხადება საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ გააკეთა.
მან დედაქალაქის მერს განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დედაქალაქის ბიუჯეტი ყოველწლიურად რეკორდულად იზრდება.
„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გვემუშავა ბიუჯეტის პროექტზე. მადლობა მინდა გითხრათ საკრებულოს რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის, რომლებიც გაზიარებულია და ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაშია ასახული. რასაკვირველია, ჩვენი სურვილია, რომ მაქსიმალურად ბევრი საკითხი იყოს გაწერილი ბიუჯეტში. ცხადია, უნდა ვიმოქმედოთ შესაძლებლობების ფარგლებში და პრიორიტეტები სწორად უნდა იყოს გაწერილი.
გასულ წელს, თბილისის ბიუჯეტმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, წელს კი ეს შედეგი კვლავ გაუმჯობესდა, რაც რა თქმა უნდა ბევრი სასიკეთო პროექტის განხორციელებას გულისხმობს“- განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.




