მზია ამაღლობელის შიმშილობის მე-18 დღე, მოვუწოდებთ მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ, – ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში წერს.
ნორვეგიის საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის წინასწარი პატიმრობა მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმართული მკაცრი ზომების მხოლოდ ერთი მაგალითია.
„ცნობილი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის შიმშილობის მე-18 დღე. მისი დაუსაბუთებელი წინასწარი პატიმრობა მედიის წარმომადგენლების, აქტივისტებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართული მკაცრი ზომების მხოლოდ ერთი მაგალითია. მოვუწოდებთ მზიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ“, – წერს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
Georgia 🇬🇪:
— Norway MFA (@NorwayMFA) January 29, 2025
Day 18 of renowned journalist Mzia Amaghlobeli’s hunger strike. The unjustified pre-trial detention is but one example of the harsh crackdown on media representatives, activists and protesters.
We urge Mzia’s immediate release. pic.twitter.com/lf3NSHr2cG
ცნობისთვის, ბათუმის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ნინო სახელაშვილი ინტერნეტ გამოცემა „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა
მზია ამაღლობელს პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ბრალი წარუდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ირაკლი დგებუაძემ განაცხადა: "ყველა პირი, რომელიც დაკავდა ადმინისტრაციული წესით, არის დაკავებული სამართალდარღვევისთვის. კონკრეტულ მტკიცებულებებს წარმოვადგენთ სასამართლოში და იქ იმსჯელებს მოსამართლე, არაკანონიერად დავაკავეთ თუ კანონიერად. მზია ამაღლობელის დაკავების კადრები არსებობს რომელსაც თუ ნახავთ, თქვენ თავად გასცემთ ამ კითხვას პასუხს. ახლა კითხვებზე პასუხისგან თავს შევიკავებ, რადგან ჩემ მიმართ იყო მისი მხრიდან თავდასხმა, დანარჩენს სასამართლოში გავარკვევთ".
მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან შიმშილობს.