ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად, ლელა სარიშვილი დაინიშნა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ოზურგეთის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გია ანთაძემ 5 ნოემბერს მიიღო.

ლელა სარიშვილი, ოზურგეთის მერიაში კულტურის სამსახურში მუშაობდა, შემდეგ კი ოზურგეთის მერიის განათლების განყოფილების უფროსი გახლდათ.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ოზურგეთის მერიის პიარმა ნინო ბახტაძემ დაადასტურა.