წუხელ,  2 ივნისს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, პლაკატზე გაკეთებული წარწერის გამო დააკავეს რამდენიმე პირი, მათ შორის, ადვოკატები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები - შოთა თუთბერიძე, ედუარდ მარიკაშვილი, საბა ბრაჭველი, ლაშა ჯანჯღავა, ლევან ნიშნიანიძე.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) ინფორმაციით, აქციის მონაწილეთა ქცევა არ გასცდენია კანონით დადგენილ ფარგლებს. სამართალდამცავების მხრიდან ადმინისტრაციული წესით პირების დაკავება, როგორც უფლების შეზღუდვის რადიკალური ზომის გამოყენება, მათ შორის, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, წარმოადგენს განსხვავებული აზრის წინააღმდეგ ხელისუფლების მიზანმიმართულ ქმედებას. 

ფოტო "ფორმულა" - კადრი ვიდეოდან / მარიამ ნიკურაძე