სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს თელავში. ადგილზე იმყოფებოდა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, რომელმაც მედიასთან კომენტარი გააკეთა. 

"ქალაქ თელავში, გასულ ღამეს გადაუღებელი წვიმის და უხვი ნალექის შედეგად ხევები ადიდდა, თელავის ხევის ადიდებამ სეხნიაშვილის ქუჩაზე არსებული ხიდის ჩახერგვა და კალაპოტიდან წყლის გადმოსვლა გამოიწვია. მობილიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და ყველა შესაბამისი უწყება. მოსახლეობის უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ამ დროისთვის რამდენიმე ქუჩა საავტომობილო მოძრაობისთვის დაკეტილია. 
მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ზარალი ალაზანი - კავკასიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გვაქვს, ხოლო ზარალის ზუსტი შეფასება წყლის დონის დაკლების შემდეგ იქნება შესაძლებელი",- განაცხადა კალმახელიძემ.

შეგახსენებთ, ძლიერი წვიმის გამო, თელავის ხევი კალაპოტიდან გადმოვიდა - ქუჩები და ინფრასტრუქტურა დატბორა (ფოტორეპორტაჟი)