საქართველოს ეროვნულმა არქივმა პოლონეთის ბიბლიოთეკართა ასოციაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
სტუმრებს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი შეხვდა და ეროვნული არქივის საქმიანობა გააცნო. მათ დაათვალიერეს არქივის სამეცნიერო-საცნობარო ბიბლიოთეკა, მკვლევართა დარბაზი, კინოთეატრი, ასევე რესტავრაციისა და დიგიტალიზაციის ლაბორატორიები.
პოლონეთის ბიბლიოთეკართა ასოციაციის წევრები გაეცნენ მათთვის მომზადებულ მცირე ექსპოზიციას, სადაც წარმოდგენილი იყო ეროვნულ არქივში დაცული ქართულ-პოლონური ურთიერთობების ამსახველი ისტორიული დოკუმენტები და ფოტომასალა.
შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნულ არქივსა და პოლონეთის ბიბლიოთეკართა ასოციაციის შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას.
დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ პოლონეთის ქალაქ პოზნანის საჯარო და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკების წარმომადგენლები.




