არჩევნებამდე დარჩენილია 2 კვირა, ამ დროს, ზოგი ამერიკაშია, ზოგი ბრიუსელშია, ზოგი ბერლინშია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ოპოზიციის წარმომადგენლების საზღვარგარეთ ვიზიტებთან დაკავშირებით დასმული კითხვის განუცხადა.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ისინი უცხოურ ინტერესებს ატარებენ.
„მერე რომ ვამბობთ, რომ ისინი უცხოურ ინტერესებს ატარებენ, უკვირთ. არჩევნებამდე დარჩენილია 2 კვირა, ამ დროს, ზოგი ამერიკაშია, ზოგი ბრიუსელშია, ზოგი ბერლინშია. თავადაც შეგიძლიათ იმსჯელოთ, ვის ინტერესებს ატარებენ ეს ადამიანები და ვის ინტერესებს და მხარდაჭერას ეყრდნობიან ეს ადამიანები. ეს არ არის ქართველი ხალხი, ესენი არიან ბიუროკრატები სხვადასხვა დედაქალაქში და ამიტომ აგებენ. როდესაც შენ ორიენტირებული ხარ არა საკუთარ მოსახლეობაზე, საკუთარ ხალხზე, არამედ ვიღაც ჩინოვნიკებზე ამა თუ იმ კაბინეტში, ამა თუ იმ დედაქალაქში, რა თქმა უნდა, ყველა არჩევნებს და ყველანაირ ქუჩას წააგებ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.