თვითდაზიანება არის პოლიტიკაში ისევე, როგორც ციხეში, მიღებული პრაქტიკა, მათ შორის შიმშილობის სახით, სხვადასხვა ფორმით და მათ აირჩიეს კიდევ ერთი ფორმა თვითდაზიანების, ეს არის თვითდაპატიმრება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, არავის არ ჰქონდა განზრახული ელენე ხოშტარიას დაპატიმრება.
"სასამართლომ შეუფარდა გირაო, არა - მაინცდამაინც უნდა რომ ჩაჯდეს ციხეში, ეს არის თვითდაზიანების ერთ-ერთი ფორმა. დემოკრატიაა და შეუძლიათ, ეს ფორმაც გამოიყენონ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებ, სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი გირაოს გადახდა შეუფარდა. მოგვიანებით „დროას“ ლიდერმა, ელენა ხოშტარიამ ციხიდან წერილი გამოაქვეყნა "ფეისბუკში", სადაც წერს" - ვინმეს მიერ ჩემი გირაოს შეტანა იქნება ჩემთვის გულში დანის ჩარტყმა, არავის ვაძლევ ამის უფლებას