მეც გავაკრიტიკებდი ხაბეიშვილის ადგილზე ოპოზიციას, იმიტომ რომ ხაბეიშვილი წავიდა რაღაც კონკრეტულ გეგმაზე, კონკრეტულ რისკზე, ამაში გაჰყვნენ მას ოპოზიციის სხვა ლიდერები და შემდეგ მიატოვეს შუა გზაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ლევან ხაბეიშვილის მიერ ოპოზიციის კრიტიკას შეეხებოდა.
„ხაბეიშვილის ადგილზე მეც ვიქნებოდი განაწყენებული საკუთარ ამხანაგებზე, თუმცა, მადლობა ღმერთს, ასეთი ამხანაგები მე არ მყავს,“- განაცხადა პრემიერმა.




