ლევან ხაბეიშვილის დაპირება იყო კონკრეტული ქრთამის დაპირება სახელმწიფოს წინააღმდეგ დაპირისპირების სანაცვლოდ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ძალიან კონკრეტული შემადგენლობა აქვს მის დაპირებას, ქრთამის დაპირება იმის სანაცვლოდ, რომ კონკრეტულმა პირმა, ძალოვანი უწყების წარმომადგენელმა გადადგას ნაბიჯი სისტემის წინააღმდეგ, სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს არის ძალიან ცხადი დანაშუალის ნიშნების შემცველი, დანარჩენს დაადგენს სასამართლო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა, პარტია "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.
ლევან ხაბეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა.