მამუკა მდინარაძე არის გამორჩეულად წარმატებული წევრი ჩვენს გუნდში, კონკრეტულად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისი საქმიანობა იყო გამორჩეულად წარმატებული, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ტერორისტული მიმართულებით და ა.შ., - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, როგორც პრემიერ-მინისტრს ემსახურება მთავრობის ადმინისტრაციის რესურსი, ისევე მოემსახურება ვიცე-პრემიერსაც და მამუკა მდინარაძის საქმიანობა იქნება კიდევ უფრო მეტად წარმატებული ახალ თანამდებობაზე.
„ყველა მიმართულებით მისი საქმიანობა იყო ძალიან წარმატებული, ძალიან მნიშვნელოვანი სისტემური ცვლილებები განახორციელა მან სამსახურში. მამუკა მდინარაძე იქნება ვიცე-პრემიერი, სახელმწიფო მინისტრი, აღჭურვილი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციებით და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ფუნქციებით ის კიდევ უფრო წარმატებული იქნება თავის საქმეში, მიუხედავად იმისა, რომ აქამდეც იყო ძალიან წარმატებული. მას მოემსახურება მთლიანად მთავრობის ადმინისტრაციის რესურსი, როგორც პრემიერ-მინისტრს ემსახურება მთავრობის ადმინისტრაციის რესურსი, ანალოგიურად მოემსახურება ვიცე-პრემიერსაც, სახელმწიფო მინისტრსაც. ეს არის ზუსტად იგივე კონფიგურაცია, რაც პრემიერის შემთხვევაში,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.




