ძალიან მნიშვნელოვანია, საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფო მაქსიმალურად ძლიერად იყოს წარმოდგენილი, სახელმწიფოებრივად არის მნიშვნელოვანი საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილისთვის ვიცე-პრემიერის სტატუსის მინიჭება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაზე მეტი ურთიერთობა საერთაშორისო პარტნიორებთან აქვს, სწორედ, საგარეო საქმეთა მინისტრს და იმ პირობებში, როდესაც იგი ასევე შეითავსებს ვიცე-პრემიერის სტატუსს, გაძლიერდება მისი პოზიციები საერთაშორისო ურთიერთობებში.
„ყველაზე მეტი ურთიერთობა საერთაშორისო პარტნიორებთან, ბუნებრივია, აქვს საგარეო საქმეთა მინისტრს. იმ პირობებში, როდესაც ის ასევე შეითავსებს ვიცე-პრემიერის სტატუსს, ბუნებრივია, გაძლიერდება მისი პოზიციები საერთაშორისო ურთიერთობებში. შესაბამისად, სახელმწიფოებრივად არის მნიშვნელოვანი საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილისთვის ვიცე-პრემიერის სტატუსის მინიჭება,“- აღნიშნა პრემიერმა.




