თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის აგვისტოში, ბრალდებული თითქოსდა საერთო ბიზნესის წარმოების, კერძოდ, ონის რაიონის სოფელ უწერაში, კოტეჯების მოწყობის, შემდგომ მისი გაქირავების და შესაბამისი მოგების მიღების დაპირების გზით, დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობით, 61 600 ლარს მოტყუებით დაეუფლა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს." - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში.




