„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციები გრძელდება. შეკვეთილში ახალგაზრდებთან შეხვედრაზე პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ცოტნე ივანიშვილიც იმყოფება

გურიის რეგიონის სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან შეხვედრაზე  ცოტნე ივანიშვილი ახალგაზრდებს საკუთარ მოსაზრებებსა და ხედვებს უზიარებს. ის მათ მიერ დასმულ კითხვებს პასუხობს.