ქუთაისი - ზესტაფონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტობუსი ამობრუნდა გზიდან გადავიდა და ამობრუნდა, დაშავდა 13 ტურისტი, რომლებიც  ზესტაფონის ორ კლინიკაში არიან მოთავსებულები

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ არგვეთასთან მოხდა. ტურისტები თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით გადაადგილდებოდნენ

6 პაციენტია კლინიკა „ფერომედშია“ მოთავსებული.

"ფერომედის“ რეანიმაცია - ანესთეზიის სამსახურის ხელმძღვანელის თამარ მახათაძის ინფორმაციით, "ჩვენთან მოიყვანეს მძიმე მდგომარეობაში ახალგაზრდა ბიჭი. რომელსაც დასჭირდა მარჯვენა ხელის ამპუტაცია. დანარჩენი ხუთიდან  ნაწილს  აქვს წელის განივი მორჩების მოტეხილობა, მხარის ძვლის მოტეხილობა და დაჟეჟილობა".