ექთნების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ღონისძიება გაიმართა.

ჯანდაცვის მინისტრმა მედპერსონალს პროფესიული დღე მიულოცა, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი შრომა და წვლილი ჯანდაცვის სისტემის გამართულად ფუნქციონირებაში ფასდაუდებელია.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთნებს ასევე სიტყვით მიმართა საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორმა მალხაზ ჟორჟიკაშვილმა და აღნიშნა, რომ ექთნების პროფესია ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.

მიხეილ სარჯველაძემ და მალხაზ ჟორჟიკაშვილმა რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთნებს პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცეს.

ღონისძიებას ესწრებოდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, ასევე - რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი.