ჩვენ არასდროს შევცვლით მუშაობისადმი მიდგომას და დავიცავთ საკუთარ პოზიციას, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მერვე სამიტზე აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის დღევანდელი განცხადების პასუხად აღნიშნა.

„რამდენადაც ერთ-ერთი კონკრეტული გამოსვლა ფოკუსირებული იყო ევროპარლამენტზე, მიმაჩნია, რომ დაუყოვნებლივ უნდა ვუპასუხო. შეხვედრები, სადაც გარკვეული უთანხმოებებია, ყოველთვის ჯანსაღია, თუმცა მინდა, სწრაფად ვუპასუხო და აღვნიშნო, რომ ევროპარლამენტი არის პირდაპირი წესით არჩეული დემოკრატიული ორგანო, რეზოლუციებით, რომელთაც უმრავლესობა იღებს. გასაგებია, რომ შედეგი შესაძლოა, ზოგიერთისთვის არაკომფორტული იყოს, მაგრამ ჩვენ არასდროს შევცვლით მუშაობისადმი მიდგომას და დავიცავთ საკუთარ პოზიციას“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა სომხეთში მიმდინარე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ვიდეომიმართვისას განაცხადა: „ევროპარლამენტი სამშვიდობო პროცესის საბოტაჟს ცდილობს, წარმოიდგინეთ, ხუთ წელიწადში შეურაცხმყოფელი განცხადებებით სავსე 14 რეზოლუცია მიიღეს, ეს უკვე აკვიატებაა