ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხალხური სიმღერისა და ტრადიციული გალობის გუნდი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 2024 წელს დაფუძნდა და აერთიანებს სალოტბარო სკოლის მოსწავლეებს, ასევე გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.
გუნდის შექმნის მიზანია ქართული სამუსიკო ფოლკლორის პოპულარიზაცია და ახალგაზრდა თაობაში ხალხური მუსიკის შემსრულებლობის ტრადიციის გაგრძელება.
საღამოზე შესრულდა სხვადასხვა კუთხის ფოლკლორის ნიმუშები, ტრადიციული მრავალხმიანობა და საგალობლები.
საღამო საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.
ფოლკლორის ცენტრის გუნდი გამორჩეულია იმით, რომ არ ჰყავს ერთი ხელმძღვანელი. Ეს გადაწყვეტილება ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ მიიღო და მასთან ერთად გუნდის ლოტბარები არიან :
გიორგი ხუნაშვილი და სერგო ურუშაძე ,,ბასიანის'' წევრები, ერთი კახურ ფრთას ხელმძღვანელობს, მეორე გურულს.
ლიკა ლიპარტელიანი ანსამბლ ,,ლალხორის" ხელმძღვანელია და სვანური მიმართულება აბარია. თორნიკე სხიერელი რაჭა-ლეჩხუმს უძღვება და ჰყავს თავისი ანსამბლი ,,ძირიანი".
გიორგი დონაძის თქმით, ეს ტრადიცია მოდის ძველი ცნობილი ანსამბლებიდან და სწორია, რადგან შეუძლებელია ქართული სიმღერა ერთ ადამიანში ისე იყოს გაერთიანებული, რომ ყველა კუთხეს კარგად ფლობდეს.