საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „eNOVATION - Extended Network of CBRN Training Centres for Innovation“-ის ფარგლებში ჩატარებულ ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ (ქბრბ) ინციდენტზე რეაგირების სრულმასშტაბიან საველე სამდღიან სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა.  სწავლება რუსთავში გაიმართა და მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს.

წვრთნების მიზანი იყო ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ საფრთხეებზე რეაგირების შესაძლებლობების გაუმჯობესება, ასევე, უწყებათაშორისი და საერთაშორისო კოორდინაციის გაძლიერება.

სწავლებაში მონაწილეობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები: გაერთიანებული სამეფოდან, ბელგიიდან, გერმანიიდან, ჩეხეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, საბერძნეთიდან, პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან, უკრაინიდან და უზბეკეთიდან.

აღნიშნულ საველე სწავლებაში ასევე მონაწილეობდა სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) რეაგირების დანაყოფი.