რეჟიმი ვერ აჯერებს ხალხს და ვერც საკუთარ მომხრეებს,  რომ ლილუაშვილი მათი კი არა ,თურმე ოპოზიციის  იყო და ამ უკანასკნელის დამფინანსებელიც კი! ამიტომ გახდა საჭირო გაბრაზებულ ქოცების და გაოგნებულ რიგითი მოქალაქეების ყურადღების გადატანა! - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

"და რა უფრო საყურადღებო ამ საახალწლო პერიოდში თუ არა პროდუქტების უსაშველოდ გაზრდილი ფასები! მაშ მოგვევლინა კობახიძე ახალი  ცრუ დაპირებით (ფასების კონტროლი) და ნამდვილი მუქარით, ეხლა უკვე დიდ და პატარა ბიზნესის მიმართ!

უცებ აღმოაჩინეს, რომ ბოლოწლების ამ “არ ნახულ ეკონომიკურ აღმავლობის ჟამს”, თურმე გაეპარათ ასევე არნახული ფასების ზრდა!!!!

და ამავე დროს აღმოაჩინეს რომ ეს ქვეყნის ეკონომიკური უკუსვლის ბრალი კი არაა, არც იმისი,  რომ 13 წელი ქვეყანას საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე და მოსახლეობის კეთილდღეობაზე ორიენტირებული  არც ხედვა და არც პოლიტიკა არ ჰქონია, არც იმისი, რომ ყველა მიმართულებით იმპორტის თუ ექსპორტის მონოპოლისტური კომპანიები როგორც  სუპერმარკეტების ქსელები ყველა ქართულ ოცნების თუ მასთან გარიგებული პირების ხელში იყო და არის!  

პასუხისმგებლობა არაფერზე ეკისრებათ ამათ! არც საკუთარი გუნდის უკიდეგანო კორუფციაზე, არც  უუნარობაზე, არც მათთან შეკრული უცხო ინტერესების გამტარებელი  და კორუმპირებული უცხოინვესტორების ხელშეწყობაზე … “ ატკატების სანაცვლოდ”.
არა ეს ყველაფერი თურმე თქვენი და ჩემი ბრალი ყოფილა და იმათი, ვისაც ფული “ უკან თუ არ მოიტანეს” დროზე, კობახიზე სუსს მიუქცევს და ახალი დაჭერების სერია დაიწყება!  
ამ დროს არ დაგვავიწყდეთ: “ ქვეყნის ეკონომიკა დუღს და გადადუღს”!
 არ მეგულება ქვეყანა( რუსეთის გარდა) ,  სადაც ფასების კონტროლის საკითხი  და მარკეტების კონტროლი პირდაპირ სუს-ს ებარებოდეს, არც ის გამიგია პრემიერი რომ  წყვეტდეს პარლამენტის  დღისწესრიგს და აცხადებდეს პარლამენტის თავჯდომარის მაგივრად საგამოძიებო კომისიის შექმნას (ვინ იქნებიან ის პარლამენტარები, ვინც ეკონომიკაზე იმსჯელებენ და არა მხოლოდ საკუთარ შემოსავლებზე ეს კიდევ გასარკვევია)!
მოკლედ აირია მონასტერი … როგორც ბუზი ჭიქაში ხან საით მიეხეთქება და ხან საით, ამათმაც ვეღარ გაარკვიეს რას გვემუქრებიან, ხან ვის იჭერენ, და რა ბრალდებებით,  უკვე აღარ იციან. 
ამ დროს უკმაყოფილება იზრდება ყოველდღიურად …" - წერს სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუკში".

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში მოგების მაღალი მარჟის პირობებში, კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ, რისი ხარჯებიც პროდუქტის ფასებზე პირდაპირ აისახება, ჩნდება ეჭვი, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ -  ვთხოვ პარლამენტს, საკითხის შესაფასებლად შექმნას საპარლამენტო კომისია