საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლის დატროვებამდე იქ შეკრებილი საზოგადოებას მიმართა და განაცხადა, რომ ორბელიანების სასახლე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური შეხვედრებისა და მიღებების სივრცეა, გადაეცეს ორბელიანებს, 

სალომე ზურაბიშვლი: მინდა ყველას ძალიან დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის,  იმიტომ რომ ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება. იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ. იმიტომ რომ ჩვენ არაფრის არ გვეშინია,

„მინდა, პირველ რიგში, ყველას ძალიან დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს, რადგან დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქით არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება. იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ, რადგან ჩვენ არაფრის არ გვეშინია, არც გისოსების, აგერ არის ეს გისოსები და არ გვეშინია. მინდა, თქვენ გითხრათ და ჩაგაბაროთ ანგარიში. ექვსი წლის წინ მე დავდე ფიცი კონსტიტუციაზე, მაგრამ კიდევ უფრო ქვეყნის მიმართ ერთგულებაზე და თქვენს მიმართ ერთგულებაზე. ამიტომ ვარ მე დღეს აქ და ეს ერთგულება არაფრით არ შეიცვლება, ვიქნები მე სასახლეში, თუ სასახლის გარეთ. აქედან გამოვალ, თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები.

ეს შენობა არავისი არ არის, ეს შენობა იყო სიმბოლო, სანამ აქ იჯდა პრეზიდენტი, რომელიც იყო ლეგიტიმური. მე ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა. ჩემთან ერთად მიმაქვს დროშა. ჩემთან ერთად მიმაქვს ის, რაც არის თქვენი ნდობა. ეს სასახლე უნდა დავუბრუნოთ ორბელიანებს. მათი არის, მათ წაართვეს და მათი იქნება მუდმივად. მინდა, რომ ახლა, თქვენთან ერთად დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას ნიშნავს ლეგიტიმურობა. ლეგიტიმურობა მოდის მხოლოდ ერთი წყაროდან და ეს წყარო ხართ თქვენ. იქ, სადაც ხალხის ნდობა არ არის, ლეგიტიმურობაც ვერ იქნება. ამიტომ, გამოვალ თქვენთან და თქვენთან ერთად ვიქნები“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

"აიპრესმა" თბილისის მერს კახა კალაძეს ჰკითხა, ვის ეკუთვნის სასახლე და ვინ ორბელიანებისთვის დაბრუნებას ითხოვს სალომე ზურაბიშვილი. თუმცა კახა კალაძემ გვითხრა, რომ მას არ მოუსმენია ექსპრეზიდენტის ეს განცხადება. რის გამო პასუხს ვერ გაგვცემდა. 

როგორც "აიპრესმა" გაარკვია,  ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი აღნიშნავს, რომ ათონელის 25-ში მდებარე შენობა XX საუკუნის დასაწყისშია აშენებული და გამოირჩევა ტიპური თბილისური, ეკლექტიკური არქიტექტურით. სასახლის სახელწოდება - ორბელიანების სასახლე - იქიდან მომდინარეობს, რომ სხვადასხვა წყაროების მიხედვით, ამ ადგილზე იდგა სასახლე, რომელიც თეიმურაზ II-ს უჩუქებია თავისი სიძის, დიმიტრი ორბელიანისთვის. სასახლის ბოლო მობინადრე იყო გრიგოლ ორბელიანი, რომლის ხელშიც იმართებოდა ხალხმრავალი ლიტერატურული საღამოები და სხვა სახის ღონისძიებები.

XIX საუკუნის მიწურულს თავდაპირველი სასახლე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და დაინგრა, თუმცა მის ადგილზე აშენებულ შენობას, დღემდე შემორჩა ორბელიანების სახელი. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ შენობაში საბჭოთა საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები, ხოლო 90-იან წლებში აშშ-ის საელჩო იყო განთავსებული.