ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს სამტრედიის 1200 მოსწავლეზე გათვლილი N11 საჯარო სკოლის, 250 მოსწავლეზე გათვლილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის სკოლის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონას 300 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის და 250 მოსწავლეზე გათვლილი მესტიის №1 სკოლის რეაბილიტაციას.
გამოცხადებული ტენდერების პირობების თანახმად, პროექტების ფარგლებში უნდა მომზადდეს საჯარო სკოლები განახლების გეგმები, რაც ითვალისწინებს შენობების სრულ რეაბილიტაციას და საჭიროების შემთხვევაში, გამაგრებას.




