საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბარში "ყვავილების ფესტივალი" გაიმართა.
ფერად-ფერადი ყვავილების გამოფენა-გაყიდვა ბოტანიკურ ბაღში 7-8 ნოემბერს ჩატარდა.
გამოფენის მთავარი გმირი ქრიზანთემა იყო.
„აფხაზეთი“, „ივერია“, „ნიკო ფიროსმანი“, „ციცია“, „თეოდორა“, „ეთულია“, „ლამაზმანი“ - ეს იმ ადგილობრივი ქრიზანთემების ჰიბრიდული ჯიშების მხოლოდ მცირე ნაწილია, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღშია გამოყვანილი

ქრიზანთემების კოლექციის კურატორი, დეკორატიულ მცენარეთა კოლექციებისა და ბაღის გაფორმების განყოფილების მკვლევარი, ბიოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, ეთერ გოგიტაშვილია.

ის 60 წელზე მეტია ზრუნავს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ქრიზანთემების კოლექციის მოვლასა და განვითარებაზე, ამრავლებს მათ და ახალი ქართული ადგილობრივი ჯიშები გამოჰყავს

ქრიზანთემა (Chrysanthemum) რთულყვავილოვანი მცენარეა, რომელიც ათასობით წლის განმავლობაში კულტივირდება და დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დეკორატიული ყვავილია.


მხოლოდ ჩინეთში, რომელიც ქრიზანთემის წარმოშობის ერთ-ერთ მთავარ კერად მიიჩნევა, დაახლოებით 7 000 კულტივარია გავრცელებული.



საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ქრიზანთემების კოლექცია ამჟამად 150-ზე მეტ მსხვილყვავილა და წვრილყვავილა ჯიშს აერთიანებს.


ეს ყვითელი, სხივისებრი ყვავილედებით გამორჩეული ჯიში ყვავილობას ოქტომბრის მეორე ნახევრიდან იწყებს და დეკემბრამდე გრძელდება - მაშინ, როცა მცენარეთა უმეტესობა უკვე გადაყვავილებულია.
"საქართველოს მზე“ ქართული სელექციის მნიშვნელოვანი ნიმუშია, რომელიც არა მხოლოდ მაღალი დეკორატიული ღირებულებით, არამედ გამძლეობითაც გამოირჩევა.

1990-იან წლებში ბოტანიკური ბაღის კოლექცია 200-ზე მეტ კულტივარს აერთიანებდა, თუმცა მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სამწუხაროდ დაიკარგა. 2000 წლიდან კოლექციის აღდგენა დაიწყო, თუმცა ქართული ჯიშებიდან დღემდე მხოლოდ „საქართველოს მზის“ დაბრუნება მოხერხდა.



ბოტანიკურ ბაღში გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სეკულენტების სხვადასხვა სახეობა, კერამიკული ნამუშევრები და ხელნაკეთი ნივთები.



ფერადი შემოდგომა ქრიზანთემების სეზონია


ავტორი ირმა მესხია.
ინფორმაცია ქრიზანთემების შესახებ აღებულია საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღიდან