საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, გარემოს დაცვის მინისტრ ტომაშ ტარაბას შეხვდა.
პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც ბაქოში, მსოფლიო ურბანული ფორუმის ფარგლებში გაიმართა, საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების მნიშვნელობას და სლოვაკურ მხარეს ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.




