6 მაისს  საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა მშობლებს შეხვდა, რომლებიც უკვე თითქმის 1 თვეა  სახელმწიფო კანცელარიასთან ბავშვთა სათანადო მედიკამენტითა და მკურნალობით უზრუნველყოფას ითხოვენ.

სახალხო დამცველი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს შშმ ბავშვთა, მათ შორის, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა ჯანმრთელობის უფლების დაცვის მნიშვნელობაზე. 

შეხვედრაზე სახალხო დამცველმა მშობლებს მათი პრობლემის მიმართულებით აპარატის მიერ გაწეული მუშაობა გააცნო და აპარატის რესურსის ფარგლებში, შესაბამის უწყებებთან მედიაციაში დახმარება შესთავაზა, რათა პროცესი ბავშვთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით წარიმართოს. ასევე, ისაუბრა გამოხატვის თავისუფლების საკითხზეც და კიდევ ერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას - ხელი შეუწყოს გამოხატვის თავისუფლების სტანდარტის დაცვას.- ნათქვამია სახალხო დამცველი პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.