„იგლ ჰილსის“ პროექტის განხორციელების შედეგად ათასობით სამუშაო ადგილი შეიქმნება, ეს ყველაზე დიდი ინვესტიციაა, რაც კი, საქართველოში განხორციელებულა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში თითქმის ერთპროცენტიანი შენატანი იქნება, რაც ეკონომიკურ ზრდას დაემატება.
„ეს პროექტი თითოეული ოჯახისთვის კეთილდღეობის მომტანი იქნება. ეს არის თანამედროვე სტანდარტის და კონცეფციის პროექტი. საბოლოო ჯამში, ამ პროექტს არ აქვს არც ეკონომიკური, არც საზოგადოებრივი, არც პოლიტიკური, არც ფინანსური ნაკლი. მოწადინებაა, რომ ეკონომიკური დივერსიით ეს პროექტი დააზიანონ. ყველა უნდა დაფიქრდეს, ამ ყველაფრის უკან ვინ დგას, როცა „ალტ ინფო“ და „ნაცმოძრაობა“ გაერთიანდნენ, რასთან გვაქვს საქმე – ვინ მართავს პროცესს და ვინ არის ფარული მბრძანებელი, ვინც ეკონომიკურ დივერსიას გეგმავს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.




